გაკვეთილის თემა
|
,,როგორ დავეხმაროთ?“
,,ანტარქტიდა“
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი;
|
მოსწავლეთა პროფილი
|
არაქართულენოვანი სკოლა; ქართული ენის საწვლების II დონე; კლასში
არ არის სპეციალური საჭიროების მოსწავლე.
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
საგანთშორისი
კავშირი ხელს უწყობს, მოსწავლის მიერ ერთ საგანში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების
სხვა შინაასობრივ კონტექსტში გადატანასა
და გამოყენებას.
სხვადასხვა ხასიათის (მხატვრული და მეცნიერული)
ტექსტის გააზრება, ცვალებად კონტექსტში ინფორმაციის დამუშავება, ვერბალური და არავერბალური
საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრება-ინტერპრეტირება,საკუთარი ნააზრევისა
და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემა მნიშვნელოვანია სემიოტიკური კომპეტენციების
განვითარებისათვის.
|
წინასწარი ცოდნა
|
ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ ერთეულებს თემასთან დაკავშირებით:
ცივა, ცხელა, ტანსაცმელი, აცვია... ფლობენ ენობრივ კონსტრუქციას: რატომ? იმიტომ რომ...
იციან კონტინენტი-აფრიკა, შეუძლიათ შედარება, კლასიფიკაცია. ასევე, გააჩნიათ ანალიზის
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ესგესთან შესაბამისობა
|
ქართული
1.
შეძლოს ვარაუდების
გამოთქმა.
2.
უპასუხოს შეკითხვებს; ამოიცნოს, აღწეროს: ვინ? სად?
რა? როგორი?
3.
დაასახელოს მარტივი მიზეზი- რატომ? ... იმიტომ, რომ ...
განუვითარდეს ვარაუდების გამოთქმის, ჯგუფური და წყვილში
მუშაობის, ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის,
შემოქმედებითი და ისტის გამოყენების უნარ-ჩვევები.
ქ.მ. II. 5. ამოიცნობს პერსონაჟებს და ასახელებს, განასახიერებს.
ქ.მ.II.6. ილუსტრაციების,
სათაურის საფუძველზე გამოთქვამს
ვარაუდს.
ქ.მ.II.9 მოსწავლეს შეუძლია
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
ბუნება
1.მოიძიოს ინფორმაცია ანტარქტიდაზე (ისტის გამოყენებით)
2. შეადაროს აფრიკა და ანტარქტიდა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით.
(მათ შორის ცხოველები და ფრინველები)
რუკაზე დაადგინოს რომელი ზღვები
აკრავს ანტარქტიდას.
განუვითარდეს ისტის გამოყენებით
ინფორმაციის ძიების, რუკაზე მუშაობის, ჯგუფური
და წყვილში მუშაობის უნარ-ჩვევები, ანალიზისა და სინთეზის უნარები.
ბუნ.V.6. მოსწავლეს
შეუძლია გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა.
ბუნ.V.7.
მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ობიექტების
ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
A ფაზა მოლოდინების
განსაზღვრა, გამოწვევა
აქტივობა 1. ინტერაქცია სურათზე დაყრდნობით.
მოსწავლეები აკვირდებიან სურათს და პასუხობენ შეკითხვებს:
ვის იცნობ?
რა აცვია? (აღწერე), რას აკეთებენ?
სად არიან? რატომ ფიქრობ რომ? (გამოთქვი ვარაუდი) -5წუთი.
B ფაზა
აქტივობა 2. კითხვა-გაგება-ინტერაქცია
გუნდური კითხვა (მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად, ხმამაღლა კითხულობენ ტექსტს. ჩუმი კითხვა
(მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩუმად კითხულობენ ტექსტს)შემდეგ კი
პასუხობენ შეკითხვებს:
სად არის პინგო? ვინ ზის მაგიდასთან? რატომ მოიწყინა პინგომ? რას ჭამს
პინგო? როგორ დავეხმაროთ თუთიყუშებს? რას ჭამს პინგო? -
10 წუთი
ბუნება
აქტივობა 3. კოგნიტური სქემა - ,,ასოციაციური კავშირების“ რუკა.-3წუთი
რა არის ანტარქტიდა? ბავშვები
მუშაობენ ასოციაციური კავშირების რუკაზე.
მასწავლებელი დაფაზე წერს :
ანტარქტიდა
აქტივობა 4. ბუკებში მოძებნეთ ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე.
(მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ
ბუკებზე ინფორმაციის მოსაძებნად)
ინფორმაციის მოძიების შემდეგ ამთავრებენ ,,ასოციაციური
კავშირების“ რუკის შევსებას. -7წუთი
აქტივობა 5. მინილექცია- ანტარქტიდა 5 წუთი
აქტივობა 6. დააკვირდით რუკას
და უპასუხეთ შეკითხვებს:
რომელი ზღვები აკრავს ანტარქტიდას?
როგორია პინგოს ქვეყანა? კიდევ
რა ცხოვრობს ანტარქტიდაში?
ახლა შეგიძლიათ ურჩიოთ თუთიყუშებს რას ჭამს პინგო?
რას ჭამენ თუთიყუშები? გავიხსენოთ სად ცხოვრობენ ისინი?
აქტივობა 7. კოგნიტური სქემა-,,ვენის დიაგრამა“-4 წუთი
წყვილებში მუშაობენ ,,ვენის დიაგრამაზე“ (აფრიკა-ანტარქტიდა)
C ფაზა
აქტივობა 9. თამაში-სიმულაცია -5 წუთი
გათვლის წესით კლასი იყოფა ორ ჯგუფად, ჯგუფის წარმომადგენლები იღებენ
თითო-თითო ბარათს, რომელზეც წერია: აფრიკა, ანტარქტიდა.
ასრულებენ სიმულაციას: ,,სტუმრად აფრიკაში“, ,,სტუმრად ანტარქტიდაში“.
ჯგუფი-აფრიკა მასპინძლობს ანტარქტიდას, ჯგუფი ანტარქტიდა კი-აფრიკას. (ზეპირი ინტერაქცია).
აქტივობა 10. საშინაო დავალება -2 წუთი
1.სურათზე დაკვირვებით გაეცი პასუხი: ვინ ვისთან ერთად მიფრინავს?
2. შექმენით ანტარქტიდის სქემატური ნახატი.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
განმავითარებელი შეფასება
ჯგუფური მუშაობის (თამაში-სიმულაცია)შეფასება წინასწარ შემუშავებული
რუბრიკის მიხედვით.
თვითშეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, კოგნიტური სქემები, ფერადი მარკერები, ბუკები,
დაფა, ილუსტრაციები, კალმები, ქაღალდები.
|
ჯგუფი II დონე
A1
(გაკვეთილის)
გლობალური მიზანი: (ევროჩარჩოსთან შედარება და მონიშვნა) შემსწავლელს
შეუძლია გაიგოს ნაცნობი სიტყვები, მარტივი
ფრაზები, გარკვევით, პაუზებით ნათქვამი მარტივი ტექსტი, კითხვები, რომელსაც მას უსვამენ. წაიკითხოს
პოსტერებზე დაწერილი მოკლე
ინფორმაცია და გაიგოს ზოგადი შინაარსი, გაიგოს მარტივი ილუსტრირებული ტექსტის მთავრი
აზრი, შეუძლია გარეგნობის აღწერა, როგორც კითხვების დასმა, ასევე, პასუხის გაცემაც
მარტივი წინადადებებით, დიალოგებში მონაწილეობა, თუ მონაწილე ელაპარაკება გარკვევით და საჭიროებისამებრ
ეხმარება მას.
შეუძლია ფოტოებზე დანახული საგნის აღმნიშვნელი მარტივი სიტყვების
ჩაწერა.
დრო
|
ფაზა
|
აქტივობის მიზანი
|
შემსწავლელთა აქტივობა
|
მუშაობის სოციალური ფორმები
|
სასწავლო მასალა, მედიები, დამხმარე
საშუალებები
|
მასწავლებლის აქტივობა
|
5 წთ
|
A
|
I
არსებული
წინარე ცოდნის აქტივაცია
(ნასწავლი ლექსიკის
გამეორება, ინტერაქცია თემის სურათებზე დაკვირვებით)
|
აკვირდებიან
თემასთან დაკავშირებულ სურათებს, იხსენებენ ნასწავლ ლექსიკას, პასუხობენ მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებს
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო-თემასთან
დაკავშირებული სურათები, სლაიდები-
ინტერაქციის
საყრდენი რესურსი
|
სვამს
კითხვებს: იცნობთ?ვის გყავთ სახლში ? დიდია
თუ პატარა? რომელი უფრო დიდია? რა ფერია? შინაურია თუ გარეული? სად ცხოვრობს? რას
აკეთებს?
|
5 წთ
3 წთ
3
წთ
|
B
|
II
მიზნობრივი
ლექსიური ერთეულების შემოტანა(პრეზენტაცია)-
ბაჯბაჯებს,
ძუნძულებს, სუნსულებს, დახტის.
ეცნობიან
ახალ ლექსიკურ მასალას
III
სიტყვის
მნიშვნელობის გაგება, სემანტიზირება არავერბალურ
სამეტყველო
უნარებს (რიტმული მოძრაობა, ჟესტიკულაცია, მიმიკა)
ადეკვატურად
უსადაგებს ახალ
ლექსიკას
IV
მოახდინონ
სინთეზი ნასწავლ ლექსიკურ მასალასა და ვიდეომასალას შორის, გაამთლიანონ ცოდნა
|
მოსწავლეები
აკვირდებიან სლაიდებს და უსმენენ მასწავლებელს
მოსწავლეები
ამოიცნობენ ცხოველს,
და
ასახელებენ შესაბამის მოძრაობას
მოსწავლეები
აკვირდებიან, და იმეორებენ მასწავლებელთან ერთად
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
ანიმაციური
სლაიდები, კომპიუტერი, პროექტორი, მონიტორი
მასწავლებელი -მოდელი
ანიმაციური
სლაიდშოუ წარწერებით
|
მიუთითებს
სლაიდზე, ამათუიმ ცხოველის გამოსახულებას, იყენებს მიზნობრივ ლექსიკურ ერთეულს, ასახელებს
თითოეულის მოქმედებას რამდენიმეჯერ
ასახიერებს
თითოეული ცხოველის მოძრაობას და სთხოვს მოსწავლეებს გამოიცნონ ის.
მასწავლებელი
კითხულობს სლაიდშოუს წარწერებს მოსწავლეებთან ერთად.
|
6 წთ
|
|
V
კითხვითი
უნარების განვითარება (მოსმენაში დამუშავებული ლექსიკური
ერთეულების გამოყენებით)
|
ა)
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა კითხულობენ მოკლე ტექსტს.
ბ)
კითხულობენ წყვილებში და ნაცნობ ახალ სიტყვებს ნიმუშის შსაბამისად გაუსვამენ ხაზს.
|
ჯგუფური
წყვილებში
|
მოკლე
საკითხავი ტექსტი, მიზნობრივი ლექსიკის გამოყენებით
|
ა
)ხმამაღლა (გუნდურად)კითხულობს მიზნობრივ ტექსტს
ბ)
აკითხებს წყვილებში
დ)
განუმარტავს დირექტივას, რომელიც თან ახლავს საკითხავ ტექსტს
|
5 წთ
3 წთ
6
წთ
7
წთ
2
წთ
|
С
|
VI
გამოყენება
და წერითი უნარების განვითარება
VII
ახალ ლექსიკურ ერთეულს
ადეკვატურად
მიუსადაგოს
არავერბალური
მეტყველების ფორმები (რიტმული მოძრაობა ჟესტიკულცია, მიმიკა)
VIII
ახალი
ლექსიკური ერთეულის გამოყენება
IX
ნასწავლი
ლექსიური ერთეულების ზეპირმეტყველებაში გამოყენება
X
გამოყენება
და წერითი უნარების განვითარება
|
მოსწავლეები
ასრულებენ წერით სამუშაოს
მოსწავლეები
იღებენ ბარათებს და ასახიერებენ იმ ცხოველის მოძრაობას, რომელიც შეხვდებათ
მოსწავლეები
ორი სხვადასხვა ყუთიდან იღებენ ბარათბს (ცხოველები- მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები) დააწყვილებენ და წაიკითხავენ
მოსწავლეები
ამბობენ გამოცანებს (აქვს მოკლე კუდი, არის დიდი, ბაჯბაჯებს, რა არის? და ა.შ)
შეავსებენ
წერითი დავალების ტექსტურ ,,ორგანიზატორს“
|
ინდივიდუალური
ინდივიდულური
ჯგუფური
ჯგუფური
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
საწერი
დავალების ,,ორგანიზატორი
ბარათები
ყუთები,
ბარათები
გამოცანები
სლაიდები
ცხოველების გამოსახულებით
საშინაო
დავალების
,,ორგანიზატორი“
|
არიგებს
წერითი დავალების ,,ორგანიზატორს“ და
აძლევს
დირექტივას დავალების შესრულებასთან დაკავშირებით:
დააკვირდი
სლაიდს და ჩაწერე.
მასწავლებლი
აძლევს დირექტივას
აძლევს
დირექტივას და უჩვენებს მაგალითს, როგორ შეასრულონ ეს დავალება
პირველ
გამოცანას ამბობს მასწავლებელი, შემდეგ მოსწავლეები აგრძელებენ
მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს დავალების ,,ორგანიზატორს და დაფაზე ასრულებს ერთ ნიმუშს.
|
შეფასება- განმავითარებელი
0 коммент.:
Отправить комментарий