პროექტ-გაკვეთილი, როგორც სწავლების აქტიური ფორმა
პროექტი, როგორც სწავლების მეთოდი ამერიკელ ფილოსოფოსსა და პედაგოგს ჯონ დიუის
ეკუთვნის. დიუი თვლიდა, რომ სწავლება აქტიურ
პროცესს უნდა ემყარებოდეს. არაერთ საინტერესო მეთოდს შორის, რომელსაც თანამედროვე სკოლები იყენებენ,
მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. პროექტზე მუშაობისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას დაეხმარებათ.პროექტებით სწავლების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაარკვიოს
მოსწავლეები, თუ რისთვის სჭირდებათ მათ ცოდნა , რომელსაც ისისნი ღებულობენ, სად და
როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში ამ ცოდნას.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, როცა ადამიანი ცხოვრობს სწრაფგანვითარებად,
საოცრად დინამიკურ, ეთნოკულტურული თვალსაზრისით მრავალფეროვან სამყაროში, როცა ღებულობს უდიდესი რაოდენობით ინფორმაციას, სიახლეებს, თანამედროვე სკოლის წინაშე დგას ამოცანა,
მოამზადოს მომავალი თაობა ინფორმაციებით დატვირთულ სამყაროში საცხოვრებლად, ანუ მას
უნდა შეეძლოს არამარტო მზა ცოდნის მიღება, არამედ მისი გადამუშავება, დახარისხება-გამოყენება,
არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, არამედ თავად შექმნას ღირებულებები, ერთი სიტყვით, უმნიშვნელოვანესიაარა მარტო მზა ცოდნის
მიღება, არამედ ცოდნის აქტიურად მიღების პროცესი.
გაგიზიარებთ
ჩვენს გამოცდილებას სასწავლო პროექტთან დაკავშირებით.
პროექტის სახელწოდება: ,,იმოქმედე ოკუპაციის წინააღმდეგ!“
პროექტის მთავარი იდეა: პროექტის იდეა დაიბადა 25 თბერვალს, საქართველოს
ერთ-ერთი ოკუპაციის დღეს, როცა გაკვეთილზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ კოჯორ-ტაბახმელაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას და წარმოადგინეს ზეპირი
მოხსენება ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით.
მათ გაუჩნდათ იდეა, ღრმად შეესწავლათ ოკუპაციის
საკითხი საქართველოში, გაეთავისებინათ მისისთ გამოწვეული ტრაგიზმი და კონკრეტული ფორმით
გამოეხატათ ამ აქტუალური, პრობლემური საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია შინაარსობრივი თუ ემოციური
თვალსაზრისით, რამდენადაც თემატიკა ეხება სამშობლოს თავისუფლების თემას, ოკუპაცია
დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ მტკივნეული, პასუხგაუცემელი, გადაუწყვეტელი პრობლემა.
რომელსაც საუკუნეზე მეტია ეწირებიან ქართველი ახალგაზრდები და თითქმის ყველა თაობის
ადამიანი არის მოწმე სხვადასხვა ფორმით სამშობლოს ოკუპაციისა. გამომდინარე აქედან,
ახალგაზრდებს აქვთ სურვილი დაფიქრდნენ, ანალიზი
გაუკეთონ, შეაფასონ, გამოხატონ დამოკიდებულება.
პროექტის მიზნები: ქართ: XI. 4; XI . 5;
XI . 9 ; XI .14;
მოსწავლეები შეძლებენ ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების
გამოყენებას საჯარო გამოსვლის მომზადების დროს, შეძლებენ სხვადსხვა ეპოქის ტექსტის
გაანალიზებას, მხატვრული ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებას, საჟურნალო
სტატიის, ესეის /ჩანახატის წერას, სათქმელის თანმიმდევრობით ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლად
და შემოქმედებითად აზროვნემას, ახდენენ ცოდნის ტრანსფერს, ინფორმაციის ინტერპრეტირებას,
ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადაყვანას.
ამოცანები: შეიქმნას ჯგუფები ინტერესების გათვალისწინებით; ისტორიული, მხატვრული, მასალებისა და ფოტომასალების
მოპოვება საკითხთან დაკავშირებით; ინფორმაციის დახარისხება და ჟურნალისთვის ტექსტის
დამზადება; თემასთან დაკავშირებით ჩანახატის, ესეის, სტატიის შექმნა, ჟურნალის მაკეტის
მაკეტის ელექტრონული ვერსიის დამზადება, ჟურნალის
აწყობა. ჟურნალის-,,იმოქმედე ოკუპაციის წინააღმდეგ!“
-პრეზენტაცია.
მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი; ხანგრძლივობა - 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგი: ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები
არჩევენ მონაცემთა მოპოვების გზებს, გამოიმუშავებენ
კვლევის, ძიების უნარებს, გამოთქვამენ საკუთარ აზრებსა და დამოკიდებულებებს, არჩევენ გამომსახველობით ხერხებს საკუთარი ჩანაფიქრის
გადმოსაცემად ნამუშევარში, ურთიერთობენ სხვა
ჯგუფთან საერთო მიზნის განსახორციელებლად,
ავლენენ შემოქმედებით პოტენციალს, პროდუქციის შესაქმნელად ახდენენ შესაბამისი ტექნოლოგიების
შერჩევასა და გამოყენებას, საზოგადოებას წარუდგენენ განხორციელებულ აქტივობას და მიღებულ
შედეგს -საინფორმაციო-საგანმანათლებლო ჟურნალს ,,იმოქმედე ოკუპაციის წინააღმდეგ!“
შეფასების საგანი
და პროცედურები: შეფასების რუბრიკები (ჯგუფში თანამშრომლობა, პრეზენტაცია,
მოსწავლეთა თვითშეფასება).
წინარე ცოდნა: იცნობენ ისტორიულ ფაქტებს ოკუპაციასთან დაკავშირებით,
არიან 2008 წლის ოკუპაციის თვითმხილველნი. აქვთ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის
ჩვევები, იცნობენ საქართველოს უახლეს ისტორიას.
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები: ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, პრინტერი, მონიტორი, პროექტორი, ფოტოაპარატი,
მარკერი,ინტერნეტი, A4 ზომის საბეჭდი ქაღალდი
;
პროექტის მსვლელობა:საპროექტო ჯგუფი ჩამოყალიბდა ინტერესების სესაბამისად, შემუშავდა პროექტის გეგმა
და გადანაწილდა დავალებები ჯგუფში. ჯგუფ
,,ისტორიკოსებს: დაევალათ ოკუპაციის თემაზე ისტორიული ფაქტების მოძიება (ბიბლიოთკიდან,
ინტერნეტიდან); ჯგუფ ,,ლიტერატორებს“ დაევალათ მხატვრული, ლიტერატურული მასალების მოძიება
თემასთან დაკავშირებით (ბიბლიოთეკიდან, ინტერნეტიდან); ჯგუფ
,,ჟურნალისტებს“ დაევალათ ჟურნალის მაკეტის მომზადება, რედაქტირება და ელექტრონული
პროგრამით აწყობა. პროექტის მონაწილეები მოახდენენ სტატიების მიხედვით ჟურნალის პრეზენტაციას ინდივიდუალურად.
საგნებთან/ საგნის
ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შედეგი: ელექტრონული ჟურნალი - ,,იმოქმედე
ოკუპაციის წინააღმდეგ!“
დასკვნა: სასწავლო პროექტი ერთდროულად
ახდენს კომპეტენციის ფართო სპექტრის განვითარებას. მოსწავლეები გაიაზრებენ პრობლემას
და ფიქრობენ გადაჭრის გზებზე, თავისუფლად ავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას; მათ უყალიბდებათ
ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გადმოცემის,
ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარი,ასევე, უვითარდებათ კვლევის, შემოქმედებითი, თუ დამოუკიდებლად აზროვნების
უნარები, მედიაწიგნიერებასა და ციფრულ წიგნიერებასთან
ერთად გუნდური მუშაობისას უვითარდებათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
შედეგი მაღალია, როცა მოსწავლე ცოდნასა და უნარებს ითვისებს საკუთარი ინტერესით და,ძირითადად, დამოუკიდებელია
იმ ქცევაში, რასაც სწავლა ქვია, ხოლო მასწავლებელი კი მისი პარტნიორია, როცა მოსწავლე
თვითონ ეძებს და პოულობს გზებს საკითხის გადასაჭრელად, როცა გააზრებული აქვს მას, თუ
რაში სჭირდება ესა თუ ის ცოდნა და უნარები. ასევე, შედეგი გარანტირებულია მხოლოდ მაშინ, როცა ზემოაღნიშნული ცოდნისა და უნარების საშუალებით
ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს და ამყარებს კავშირს გარემომცველ სამყაროსთან.
გამოყენებული ლიტერატურა
გახელაძე გ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. (2011)
მასწავლებელი პროფესიული , განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრი.
ნინიძე ქ. ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და
მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი 5 2011 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის გამოცემა: 46-59
0 коммент.:
Отправить комментарий