არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - კონსულტანტ მასწავლებელი ჯულიეტა ქვარაია

,,ქართული, როგორც მეორე ენა"-გეგმები


გაკვეთილის გეგმა
 N 1
მასწავლებლის სახელი, გვარი:  ჯულიეტა ქვარაია 
პირადი ნომერი:  58001000754
საგანი : ქართული, როგორც მეორე  ენა
სწავლებლის საფეხური/კლასი:    III / საშუალო  საფეხური,   X -გ კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა   15       (კლასში  არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე)
გაკვეთილის თემა:   ,,სატელევიზიო  გადაცემები“

გაკვეთილის მიზანი:    ტელეგადაცემებთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექსტის გაგება/გააზრება.  საუბარი სხვადსხვა სახისა და დანიშნულების სატელევიზიო გადაცემასთან დაკავშირებით.  საკუთარი პოზიციის  გამოხატვა და   არჩევანის  დასაბუთება.

 გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
მოსმენა
ქ.მ. VII.1  მოსწავლეს შეუძლია თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქციის ( ინტერვიუ) მოსმენა/გაგება.
·         ამოიცნობს თანამოსაუბრეთა თვალსაზრისებს  ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
·         ამოიცნობს დიალოგში მონაწილე პირთა მიერ გამოთქმულ დადებით და უარყოფით შეფასებებს.


კითხვა
ქ.მ.VII.5.  მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადსხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება.
შეუძლია სხვდსხვა შემეცნებითი-საინფორმაციო  ტესტის წაკითხვა და გაგება.
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე  (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას.
·         ამოიცნობს მთავარ თემას.

ლაპარაკი
ქ.მ.VII.17. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

·         სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე.
·         თემასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ  დამოკიდებულებას, პოზიციას  და განმარტავს მას.

ქ.მ.VII.18. მოსწავლეს შეძლია გაბმულად ლაპარაკი.
·         საუბრობს  ტელეგადაცემების შესახებ და ასაბუთებს თავის არჩევანს.
გეგმაში გათვალისწინებულია   ,,ქართული, როგორც მეორე ენის“ სტანდარტის მოთხოვნები  მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის მიმართულებით.  შემსწავლელმა უნდა შეძლოს სასწავლო მიზნით ადაპტირებული  არამხატვრული შემეცნებითი-საინფორმაციო ტესტის გაგება/გააზრება. ამოიცნოს თანამოსაუბრეთა პოზიციები და მათ მიერ გამოთქმული დადებითი და უარყოფითი შეფასებები.  მიიღოს მონაწილეობა ინტერაქციაში, გამოხატოს საკუთარი პოზიცია/ დამოკიდებულება და განმარტოს ის. ვფიქრობ გაკვეთილის მიზანი ლოგიკურ კავშირშია   ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან და სასწავლო წლის მოცემულ პერიოდში  პროგრამით გასავლელ თემასთან: ,,სატელევიზიო გადაცემები“.

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
მისალმება, საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება:  სიის ამოკითხვა,
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.



საერთო საკლასო

ფლიპჩარტი
(გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების თვალსაჩინოდ წარმოდგენა)
3წთ.
2

პროვოცირება
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს მივუთითებ მონიტორზე:
დააკვირდით ფოტოებს და ისაუბრეთ მათ შესახებ- ვინ არიან? რას აკეთებენ? სად იმყოფებიან?  რომელი გადაცემებია? კიდევ რომელი ტელეგადაცემა იცით?
ზეპირი ინტერაქცია ფოტოებზე დაყრდნობით

კითხვა/პასუხი


საერთო საკლასო


პროექტორი, მონიტორი (ვიზუალიზაცია ხელს შეუწყობს თემის უკეთ გაგებას)
3წთ.
3.








4.








5.









6.













7.







პრეზენტაცია
მოისმინეთ  https://www.imedi.ge/ge/video/20756/quchis-gamokitkhva--qartuli-televizia-da-gadatsemebi  (0:55 – 2:11)    და შეასრულეთ დავალებები:

სემანტიზირება

ა)მონიშნეთ  სწორი პასუხები ცხრილში.

) რას შეცვლიდნენ ტელემაყურებლები  ქართულ ტელევიზიაში? მონიშნეთ სწორი პასუხები: 

დ) რომელ გადაცემებს უყურებს უფროსი თაობა? ახალგაზრდობა?


მოსწავლეებს ვურიგებ ტელეგადაცემების პროგრამებს და ვაძლევ დავალებას:
გაეცანით ტელეგადაცემების კვირის პროგრამას ვიდეოში გამოთქმული სურვილებისა და რეკომენდაციების მიხედვით შეაფასეთ: არის თუ არა მაყურებელთა სურვილები გათვალისწინებული? სად? რა შემთხვევაში? გააკეთეთ დასკვნა.


ვარჯიში
დააკავშირე  ტელეგადაცემები შესაბამის ჟანრთან და დაასახელე :


ტელეგადაცემები
ახალი ამბები
რა,სად, როდის?
ცეკვავენ ვარსკვლავები
ფეხბურთი

ჟანრები
საინფორმაციო
შენეცნებითი
გასართობი
სპორტული
მუსიკალური
 











ამოიცანით  სიტყვები კონტექსტის მიხედვით და ჩაწერეთ:
მოწყობილი,   დაბინძურებული,   ნარჩენები,   მოწვეული     

დაჭუჭყიანებული  გარემო, ბუნება  -----------------------

ის, ვინც დაპატიჟეს სტუმრად ------------------------

ის, რაც მორჩათ  საჭმლის მომზადების ან მუშაობის  შემდეგ----------------------

მომზადებული, ორგანიზებული ----------------------
აუდიტორია, დარბაზი

 


















აუდიოვიზუალური მეთოდი















ზეპირი ინტერაქცია























ლექსიკზე მუშაობა  კონტექსტის მიხედვით






ინდივიდუალური















წყვილებში














წყვილებში









წყვილებში






ნაწყვეტი ტელეგადაცემიდან. (აუდიომასალის მოსმენა. გაგება/გააზრება)

სამუშაო ფურცლები
(  დავალებები მოსმენილის გლობალურ, სელექციურ  და დეტალურ დონეზე გაგებისთვის)






სატელევიზიო გადაცემების პროგრამა ( მოსასმენი დავალებიდან რესპოდენტთა  სურვილები და რეკომენდაციები შედარონ მოცემულ პროგრამას და გააკეთონ დასკვნა.)








ფლიპჩარტი (ლექსიკის თვალსაჩინოდ  წარმოდგენა გაუადვილებთ  სიტყვების კონტექსტუალურად სწორად დაკავშირებას და წაკითხული ტექსტის გაგებას )






დავალების ფურცლები























5 წთ















5 წთ.











4 წთ.
8.
წაიკითხეთ ტექსტი და შეასრულეთ დავალებები:

გაინაწილეთ ფუნქციები  ( ამხსნელი, შეკითხვების დამსმელი, შემჯამებელი) წაიკითხეთ  ჯგუფებში მითითებული მონაკვეთი  შემეცნებითი-საინფორმაციო ტექსტიდან  და იმუშავეთ ფუნქციების მიხედვით: 
ა) განმარტეთ  უცხო სიტყვები / ბუნდოვანი ადგილები. (კონტექსტის მიხედვით)
ბ) დასვით შეკითხვები ტექსტიდან გამომდინარე.
გ) შეაჯამეთ ტექსტი. გააკეთეთ რეზიუმე..

ჩაღრმავებული კითხვა
თანამშრომლობითი სწავლება

ჯგუფური











 სასწავლო მიზნით ადაპტირებული  საინფორმაციო ტექსტი.(აძლევს ცოდნას/ინფორმაციას)

სამუშაო ფურცლები (ტექსტის გაგება/გააზრების დავალებების შესასრულებლად.)
12  წთ.





6.




  
ტრანსფერი

ისაუბრე შენი საყვარელი ტელეგადაცემის შესახებ კითხვების მიხედვით:
რა ქვია ტელეგადაცემას?
ვის ან რის შესახებ არის ტელეგადაცემა?
რომელ დღეს და რომელ საათზე გადის?
ვინ არის გადაცემის წამყვანი?
რატომ  მოგწონთ ეს გადაცემა?
(დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი)

ზეპირი პრეზენტაცია

ინდივიდუალური

წინასწარ შემუშავებული კითხვები ( ხელს შეუწყობს
საუბრის ორგანიზებულობას/თანმიმ-
დევრულობას)


8წთ.

9.
საშინაო დავალება
 შეადგინე  სატელევიზიო გადაცემების ერთი დღის
პროგრამა, გაითვალისწინე სხვადსხვა ასაკის მაყურებელთა ინტერესები და ახსენი , რატომ აირჩიე  ეს  თანმიმდევრობა?

არგუმენტირებული საუბარი
ინდივიდუალური

ტელეგადაცემების პროგრამები.
( დაეხმარება  ასაკის გათვალისწინებით არჩევანის გაკეთებაში.
1წთ.
1.
მოსწავლეთა შეფასება
განმსაზღვრელი

შეფასების რუბრიკა

2 წთ.
12.
მოსწავლეების მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება.



ჯგუფური
თვითშეფასების კითხვარი


2 წთ.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლე შეძლებს:  სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებას. ინტერაქციაში ჩართვას. სატელევიზიო გადაცემებთან დკავშირებით საკუთარი პოზიციის/დამოკიდებულების გამოხატვას და განმარტებას.

შეფასება :
ზეპირი პრეზენტაციის   შეფასების კრიტერიუმები.


პირობის შინაარსობრივი მოთხოვნების გათვალისწინება/აზრის მკაფიოობა.



3ქ.
ამომწურავად პასუხობს  მითითებულ  ყველა შეკითხვას,  აზრი მკაფიოა.
3ქ.

პასუხობს, თემასთან დაკავშირებულ  ძირითად შეკითხვებს, აზრი გასაგებია.
2ქ.

საუბრობს, თუმცა ზოგ კითხვაზე არა აქვს პასუხი ან აზრი ბუნდოვანია.
1ქ.
ვერ პასუხობს მითითებულ კითხვებს.
0ქ.

საუბრის თანმიმდევრულობა, აზრის  დასაბუთება.


3ქ.
საუბრობს  თანმიმდევრულად და   აზრი დასაბუთებულია.
3ქ.
საუბრობს  თანმიმდევრულად, თუმცა  უჭირს აზრის დასაბუთება.
2ქ.
არათანმიმდევრულია, უჭირს აზრის გასაგებად  ჩამოყალიბება.
1ქ.
ვერ ახერხებს საუბარს.
0ქ.

ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების  სწორად გამოყენება.

2ქ.
ყოველთვის სწორად იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს.
2ქ.
იყენებს, თუმცა ზოგჯერ უშვებს  ორ-სამ შეცდომას.
1ქ.
ვერ იყენებს სწორად.
0ქ.

არავერბალური კომუნიკაცია.

2ქ.
საუბრისას კარგად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის  საშუალებებს: მიმიკა/თვალებით კონტაქტი... 
2ქ.
საუბრისას უჭირს არავერბალური კომუნიკაციის  საშუალებების გამოყენება: მიმიკა/თვალებით კონტაქტი... 
1 ქ.
საუბრისას ვერ იყენებს არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებს...
0ქ.


ჯგუფების თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

დიახ

არა

ნაწილობრივ


იყო თუ არა ყველა წევრი ჩართული?




ითვალისწინებდით  თუ არა ერთმანეთის აზრს?




თქვენი აზრით სწორად გადაანაწილეთ თუ არა ფუნქციები?




დაიცავით თუ არა დროის ლიმიტი?




ხელმოწერა :      
თარიღი :  24. 04. 2019 წ.

0 коммент.:

Отправить комментарий

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
ბლოგის ავტორის ელფოსტა---julietaqvaraia@gmail.com | მასწავლებლის პორტფოლიო - Blogger.com | H