არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა - კონსულტანტ მასწავლებელი ჯულიეტა ქვარაია

არა ქურდობას!-კიზილაჯლოს საჯარო სკოლა




პროექტი-  ,,არა  ქურდობას"

კიზილაჯლოს  საჯარო  სკოლა

  წინამდებარე პროექტის იდეა განაპირობა სკოლაში არსებულმა ცუდმა პრაქტიკამ. კლასიდან პერიოდულად იკარგებოდა  საკანცელარიო ნივთები: ფერადი მარკერები, კალმები, ფერადი ცარცები. ვიფიქრეთ სწავლების ფორმაზე, რომელიც გაათავისებინებდა მოსწავლეებს პრობლემას,  ასევე, აქტივობაზე, რომელიც   ემოციური თვალსაზრისითაც იქნებოდა საინტერესო და გარკვეულ დასკვნამდე, დამოკიდებულებამდე მიიყვანდა მათ.
   ამიტომაც  მივმართეთ სიმულაციას -,,როლური თამაშები“,   რათა მოსწავლეებს სიმულაციური გზით,  როლური თამაშების დროს რელობასთან მიახლოებული პრაქტიკით საკუთარ თავზე გამოეცადათ  და უკეთ გაეთავისებინათ  ის შედეგები, რაც მოჰყვება  არასასურველ ქცევას, რაც ეფექტური იქნებოდა პრობლემის გააზრებისთვის, გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის.
     ამოცანები
  ა) აქტივობების დაგეგმვა, ბ) ინტერესთა ჯგუფების  შერჩევა, დ) დავალებების გადანაწილება, ე) რეპეტიციების ჩატარება-როლებზე მუშაობა, ვ) ,,სიმულაციის“  ჩატარება, ზ) ხატვა-,,არა ქურდობას“, თ) ნახატების გამოფენა, ი) ინტერვიუები მონაწილეებთან.
განხორციელების გზები და ვადები
  მონაწილე მოსწავლეები 10-14წლის.   ( სანან ალიევი, ხანახმედ სულეიმანოვი, მუჰამედ ალიევი, სევინჯ შახვერდიევი, ძამალ შახვერდიევი,  რამილ ისმაილოვადა რამაზან ისმაილოვი, აფსანა სულეიმანოვა)  ხატვის მასწავლებელთან ერთად ამზადებენ კოსტიუმებს, ასრულებენ სიმულაციურ დავალებას, (  ასახიერებენ დაზარალებულს, პოლიციელს,  ჯურნალისტს, მოსამართლეს, ქურდებს).  ხატავენ სლოგანით ,რომელზეც შეჯერდნენ,  აკეთებენ გამოფენას,   აძლევენ ინტერვიუს,  საკუთარ თავს აფასებენ თვითშეფასების რუბრიკით.
პროექტის განხორციელების ვადა -1 სასწავლო კვირა.

მიზანი
   გაიცნონ სიტუაციური ამოცანა,  დაეუფლონ პრობლემა სთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ლექსიკას, ზეპირად ისწავლონ ტექსტი და გაითამაშონ როლები,  დახატონ თემასთან დაკავშირებით, მისცენ ინტერვიუ,  განუვითარდეთ ზეპირმეტყველების, ვერბალური და არავერბალური საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები,  ინდივიდუალური  და თანამშრომლობითი უნარები, საკითხის ინტერპრეტაციისა და  შემოქმედებითი  მიდგომის უნარები.  განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია.


შედეგი
         გაიაზრეს პრობლემა საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით. ისწავლეს ახალი სპეციფიკური ლექსიკა,  სიმულაცია-,,როლური თამაშით“ გაანალიზეს ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები,  რაც ახლავს ქურდობის ფაქტს,   სწავლებამ  ხელი შეუწყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო ვალდებულების გააზრებას, შემოქმედებითი და საკითხის ინტერპრეტაციის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების  განვითარებას, თანამშრომლობითი კულტურისა და, ზოგადად,  სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებას.

ესგესთან შესაბამისობა
ქართული
ქ.მ.II.8
 სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს.
ზეპირად კითხულობს ტექსტს.
ტექსტის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, მოძრაობას)
ქ.მ.II.9
რეაგირებს სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
მოკლედ პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს. თემატიკაზე რეაგირებს არაავერბალური საშუალებებით.
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, შეფასებას.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ს.გ.III.1
გადმოსცემს განწყობილებას მხატვრული ხერხების მეშვეობით
იყენებს შესაბამის ფერებს.
ს.გ.III.4
ქმნის სიუჟეტს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით.
ნამუშევარში გადმოსცემს  სიმულაცია-,,როლური თამაშების“ დროს მიღებულ შთაბეჭდილებას

ს.გ.VII.8
საუბრობს, განმარტავს, რისი ასახვა უნდოდა ნამუშევარში.
ს.გ.III.10
მონაწილეობს საკლასო სპექტაკლში.


შეფასების ფორმები
განმავითარებელი შეფასება
რუბრიკა
ვერბალური და არავერბალური კომუნიკავიები
პროექტის ანგარიში






<

0 коммент.:

Отправить комментарий

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
ბლოგის ავტორის ელფოსტა---julietaqvaraia@gmail.com | მასწავლებლის პორტფოლიო - Blogger.com | H