კოლაბორაციული სწავლება
,,ინტელექტუალური კაფე“
კოლაბორაცია არის ორი ან მეტი ადამიანის ანდა ორგანიზაციის ერთობლივი მოღვაწეობა საერთო მიზნის მისაღწევად. კოლაბორაციული სწავლების დროს ხდება ცოდნის გაცვლა, სწავლა და თანამშრომლობა. ამ დროს შედეგები გაცილებით თვალსაჩინოა, რადგანაც ყოველ მონაწილეს თავისი წვლილი შეაქვს წარმატებაში და სწავლობს სხვა მონაწილის მაგალითზე.
კოლაბორაცია აქცენტირებულია არა შეჯიბრობითობაზე, არამედ ერთობლივ მუშაობაზე, ანალიზზე, კონსესუსზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
კოლაბორაციული სწავლებისაs მოსწავლეები გაცილებით მეტ ინფორმაციას ითვისებენ, ვიდრე ჩვეულებრივ სწავლებისას. მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.
კოლაბორაციულ სწავლებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია–,,მსოფლიო კაფე“, თუმცა სახელწოდება შესაძლებებლია საჭიროების მიხედვით შევცვალოთ. კაფეზე გამოაქვთ საკითხები, რომელიც მოითხოვს ღიაობას, იდეებისა შეხედულებების გაცვლა–გამოცვლას. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ უფრო ღრმა ცოდნა, ის სასაუბრო პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა დიდ ჯგუფს შემოქმედებითი საქმიანობისათვის, წარმოაჩენს კოლექტიური ცოდნის მნიშვნელობას.
,,მსოფლიო კაფე“ ერთადერთი მეთოდია, რომელიც ნაბიჯ–ნაბიჯ უკავშირებს ერთმანეთს ინტელექტსა და ემოციას, იძლევა შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალებას სხვადსხვა სფეროში, სწორედ ეს არის ამ მეთოდის სტრატეგიული გასაღები, მისი ძირითადი წარმატება.
,,ინტელექტუალური კაფე“
ღონისძიების მნიშვნელობა/აქტუალობა
სიყვარულის, როგორც ღირებულების, სიყვარულის, როგორც არსის, სიყვარულის მნიშვნელობის გააზრება, მისი მარადიულობის გაცნობიერება. ქართველთა და უცხოელთა დამოკიდებულებების გაცნობა–შედარება ამ მარად აქტუალური საკითხის მიმართ. გაცნობიერება იმისა, თუ რაოდენ დიდია სიყვარულის ძალა და როლი ადამიანის სულიერ სამყაროში, რატომ არის სიყვარული ხელოვნების შედევრების საფუძველი,როგორი იქნებოდა სამყარო უსიყვარულოდ? ღონისძიების მნიშვნელობას განაპირობებს არაერთ პრობლემურ კითხვაზე მოსწავლეთა დაფიქრების აუცილებლობა და საკუთარი დამოკიდებულების არასაბლონურ, ესთეტიკურ გარემოში თავისუფლად გადმოცემისა და შემოქმედებითი მიდგომის შესაძლებლობა.
ღონისძიების მიზნები
● მოსწავლეები გაეცნონ სიყვარულის თემაზე პოეზიისა და პროზის ქართულ და მსოფლიო შედევრებს:
● შამოუყალიბდეთ ჯგუფური თანამშრომლობითი დას შემოქმედებითი უნარ–ჩვევები, განუვითარდეთ სამოქალაქო–შემეცნებითი კომპეტენცია.
● გამოხატონ საკთარი დამოკიდებულება
ქართ. XI. 1; XI.2; XI. 5; XI. 8.
ამოცანები
მიზნობრივი ჯგუფების შექმნა
● მოსაწვევის ჯგუფი–მოსაწვევის შექმნა
● დიზაინის ჯგუფი–დიზაინისა და სივრცის ორგანიზება
● მუსიკალური ჯგუფი–ღონისძიების მუსიკალური გაფორმება
● დისკუსიის ჯგუფი –სადისკუსიო სავარაუდო კითხვების ფორმულირება
● ფასილიტატორი ჯგუფი – უზრუნველყოფს პროცესის მართვაში დახმარებას
ღონისძიების მსვლელობა
მეთოდი მოითხოვს მინიმალურ მომზადებას, თემისა და განსახილველი საკითხების განსაზღვრას, ეს უმნიშვნელოვანესია, მასზეა დამოკიდებული მთელი ღონისძიების წარმატება. მონაწილეებს იწვევს და სივრცის ორგანიზებას ახდენს დიზაინის ჯგუფი.
,,ინტელექტუალური კაფე“–ღონისძიების ძირითადი კონტექსტი–,,სიყვარული-ბუნების უმაღლესი პოეზია!“
ღონისძიების დასაწყისში წარმოითქმის მისასალმებელი სიტყვა, ორგანიზატორი მიიწვევს მონაწილეებს, ასე ვთქვათ, ,,კაფეს“ ეტიკეტის შესასრულებლად, რასაც მოჰყვება მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფა მაგიდების გარშემო, სავარაუდო საკითხებისა და ,,კაფეს“ მუშაობის წესების გაცნობა.
ღონისძიება შედგება რამდენიმე მინიმუმ 3–4 რაუნდისგან. საუბრის მონაწილენი გადადიან ერთი მაგიდიდან მეორესთან. თითოეული რაუნდი იქწყება კითხვით, რომელიც მნიშვნელოვანია კონკრეტული კონტექსტისათვის და გამომნდინარეობს ღონისძიების მიზნიდან. იგივე კითხვა შეიძლება გამეორდეს სხვა რაუნდშიც, ანდა გამომდინარეობდეს წინა კითხვიდან, რაც მთელი ღონისძიების მიზანმიმართულობას განაპირობებს.რაუნდებს შორის ხდება აზრთა გაცვლა–გამოცვლა, გათვალისწინებულია სხვადსხვა აქტივობები: მხატვრული კითხვა, დისკუსია, სინკვეინი...
შეფასების ფორმა
● ანკეტური გამოკითხვა ნომინაციებში: ა) ყველაზე ორიგინალური აზრი; ბ) საუკეთესო სინკვეინი; გ) საუკეთესო მკითხველი;
● შთაბეჭდილების წიგნი
შედეგი
გაეცნენ ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებას სიყვარულის თემაზე, მხატვრულად წარმოაჩინეს ქართული და უცხოური პროზისა და პოეზიის ნიმუშები.
გაიაზრეს და დაუკავშირეს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა თაობის მწერალთა აზრები, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, იაზროვნეს კრეტიულად, იყვნენ პოზიტიურები, ორიგინალურები საკითხთან დაკავშირებით, აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ოპონირებდნენ წესების დაცვით, ჰქონდათ გუნდურობის განცდა, მოახერხეს ინტეგრაცია კაფეს სხვა მონაწილეებთან, სტუმრებთან.
დასკვნა
დასკვნისთვის ჯგუფებთან შეიძლება ვიხელმძღვანელოთ შემდეგი კითხვებით:
● რა გახდა ყველაზე თვალსაჩინი შეხვედრის შემდეგ?
● მხოლოდ ერტი აზრის გამოთქმის საშუალება რომ ყოფილიყო, რომელი იქნებოდა ის?
● რომელი კითხვა გამოხატავს საკითხის არსს ყველაზე მეტად?
●რა გაიგეს ამ შეხვედრის წყალობით?
სასიამოვნო, პოზიტიური გარემო, თანაბარი შესაძლებლობები წინასწარ ქმნის თავისუფალი აზრის დემონსტრირების სურვილს, განაწყობს მონაწილეებს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის, უკეთ ახერხებს დაუკავშირონ ერთმანეთს გონება და ემოცია, აღნიშნული გარემო ხელს უწყობს ურთიერთობაში ღიაობას, თანამშრომლობას, კონსესუსს, რაც არის განსაკუთრებული ეფექტი კოლაბორაციული სწავლებისა.
გამოყენებული ლიტერატურა
გახელაძე გ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. (2011) მასწავლებელი პროფესიული , განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
ნინიძე ქ. ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი 5 2011 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა: 46-59
0 коммент.:
Отправить комментарий