ბიბლიური პარადიგმების სწავლებისათვის ქართულ ჰაგიოგრაფიაში
პედაგოგიკა - ერთ-ერთია ურთულესი და მრავალასპექტიანი მეცნიერებებიდან. - საკვლევი ობიექტების შესწავლა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, კვლევითი ინსტრუმენტის შემუშავების ხარისხიდან გამომდინარე, შესამჩნევად იზრდება მიღებული შედეგების მნიშვნელობა. კვლევის ფორმა და მისი შედეგობრიობა განისაზღვრება კვლევის მეთოდოლოგიური ორიენტაციით . კვლევის ყოველი ეტაპისათვის უნდა განისაზღვროს მეთოდების შესაბამისი კომპლექსი, რომელიც შესაძლებელს გახდის პრობლემის გადაჭრის ეფექტურ გზებს. გამოავლინოს საკითხის სიღრმისეული შესწავლის უნარებს; მიაღწიოს მეოდებისა და აქტივობების იმგვარ შეთავსებას, რომელიც უზრუნველყოფს შესასწავლ ასკითხთან დაკავშირებთ მრავალმხრივი სისტემური ცოდნის მიღებას, პრობლემი გადაჭრის ორიგინალური გზის მიგნებას. ერთი სიტყვით, სწორი არჩევნისათვის აუცილებელია განსაზღვრა მეთოდის საერთო და კონკრეტული შესაძლებლობებისა, მოხდეს კვლევითი პროცედურების სისტემაში მისი ადგილის დადგენა, მასალის სპეციფიკის შესაბამისად.
ჩვენი ინტერესის სფეროა ქართული ლიტერატურის მრავალმხრივ საინტერესო საკითხთაგან ერთ-ერთი მთავარი-ბიბლიური პარადიგმების, სახისმეტყველების საკითხების სწავლება ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში. პრაქტიკული სწავლების პერიოდში თვალნათლივ იკვეთება ჰაგიოგრაფიული თხზულების გაგების, გააზრების, სიღრმისეულ წვდომასთან დაკავშირებული ფუნდამენტალური საკითხები.
,, წმინდა ილია მართლის სწავლების მიხედვით, ეს მახასიათებელია იმ ერისათვის, რომელშიც, საუბედუროდ, ძველსა და ახალს შორის კავშირი არ არის.“ მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, დღეს ინტენსიურად შემოვბრუნდით ტაძრისკენ, მაგრამ გვჭირს სხვა უბედურება-,,სარწმუნოებრივი გაუთვითცნობიერებლობა.“ ერთი სიტყვით, ადვილი წარმოსადგენია, რა იწვევს სირთულეს ჰაგიოგრაფიული ჟანრის სწავლებაში.
ქრისტიანული ასპექტები, ბიბლიური ეპითეტ-მეტაფორები, რომელიც ტექსტში მრავლადაა წარმოდგენილი, წარმოადგენს ფუნდამენტალურ საკითხს ნაწარმოების წვდომა- გააზრებისათვის.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება და მასწავლებლისთვის საშუალების მიცემა თავად ეძიოს და აირჩიოს შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა.
გამომდინარე აქედან, ამჯერად, სწორედ კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდზე, კვლევა-ძიების მეთოდზე გავაკეთეთ არჩევანი, რადგანაც ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება და მასწავლებლისათვის საშუალების მიცემა თავად ეძიოს და აირჩიოს შედეგის მისაღწევად უკეთესი გზა. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ, კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გვეხმარება მიზნის მიღწევაში. კვლევის პროცესში ვაწარმოებთ დღიურს, რომელიც, ერთგვარად, წარმოადგენს - ,,კვლევის პორტფოლიოს“ - კვლევის პროცესის მეგზურს, სადაც გათვალისწინებულია კვლევის ფაზები დაკვირვების შედეგები, გეგმები და ა. შ.
კვლევის მეთოდის გამოყენებისას გამოვყოფთ ცალკეულ ეტაპებს: ა) თვისობრივი კვლევა, რომელიც მოიაზრებს დაკვირვებას, დიალოგს, სიღრმისეულ ინტერვიუს, ფოკუსჯგუფების შექმნას). ბ) რაოდენობრივი კვლევა (წერილობითი და ზეპირი გამოკითხვა, შედეგების დადება), გ) დისკუსია (რომელშიც ვლინდება დამოკიდებულებები, გრძნობები, შეფასებები, პოზიციები). დ) ინტერვიუერები,( სადაც გამოვლინდება საუბრის, დიალოგის თანამედროვე მოდიფიკაცია. რესპოდენტისაგან ინტერვიუერი იგებს, რაც ჯერ არ იცის, ბუნდოვანია და მისთვის მნიშვნელოვანი).
პროექტზე მუშაობისას პარალელურად ვიყენებდი პედაგოგიური კვლევის ისეთ მათოდებს, როგორიცაა უბრალო და ჩართული დაკვირვება. ჩართული დაკვირვების ეტაპებთაგან ძალზე მნიშვნელოვანია აღწერითი დაკვირვება, რომელიც გულისხმობს სიტუაციაზე, მოვლენაზე მთლიანად დაკვირვებას. ვიყენებთ ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვების ეტაპებს, მიმდინარეობს მონაცემების გაანალიზება, ინტერპრეტაცია და დოკუმენტირება. ყოველივე ეს აისახება კვლევის ანგარიშში, ანგარიში მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიის დასაბუთებას, მიღებულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარებს, ინტრპრეტაციის პროცესში გაჩენილი სირთულეების ჩვენებას.
,, ქეისებით სწავლება“-
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების სწავლის დაწყებისთანავე მოსწავლეები სისტემატურად ტექსტებიდან წყვილებში აგროვებენ პარადიგმების, ბიბლიური ეპითეტ-მეტაფორების შემთხვევებს, ციტატებს და ათავსებენ I ქეისში ბარათების სახით. ყოველ მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეები I ქეისიდან იღებენ ბარათებს, წყვილებში აანალიზებენ, განმარტავენ, წარმოადგენენ კლასის წინაშე და, ასევე, ბარათების სახით ათავსებენ II ქეისში. პარალელურად შექმნილია ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად მოიძიებენ ხატწერის ნიმუშებს ტექსტთან მიმართებაში წარმოადგენენ და ათავსებენ III ქეისში. IV ქეისი ორიენტირებულია სიახლეზე, ,,კვირის წირვის იგავები“, რომელსაც ფოკუსჯგუფები ისმენენ სახარების კითხვისას, აანალიზებენ, საჭიროების შემთხვევაში ესაუბრებიან მოძღვარს და მასალას ათავსებენ შესაბამის IV ქეისში. ყოველი ზემოთ აღნიშნული აქტივობები ჩართული იქნება საგაკვეთილო პროცესში.
მომდევნო აქტივობა, რომელიც ერთგვარად შემაჯამებელ სახეს მიიღებს იქნება დისკუსია წინასწარ შეჯერებულ საკითხზე: ,,როგორ გვესმის ჩვეულებისაებრ მამულისა გზით სვლაი?“ სწავლება მთავრდება თავისუფალი წერით-,,მე“, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ მოთავსდება ბოლო V ქეისში
ვასკვნით, რომ ჰაგიოგრაფები სახარებისეული ალუზიებითა და ეპითეტ-მეტაფორებით ცდილობენ თავიანთი პერსონაჟების ბიბლიურ პირებთან მსგავსების ჩვენებას და წინაპრებთან მიმართებაში, მათი ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას მომავალი თაობების წინაშე- ანუ მადლი უკვალოდ არ ქრება. ჰაგიოგრაფია გვიჩვენებს არა მხოლოდ წმინდანის ლტოლვას ღვთისკენ, არამედ უფლისთვის თავგანწირული ადამიანის გამორჩეულობას, იმ სიკეთეს, რაც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთკავშირს მოაქვს და აქტუალურია მარადის, სანამ კაცობრიობა არსებობს.
ჩვენ მიერ დასახულ მიზანს, პრობლემური, კონკრეტულად, ქართულ ჰაგიოგრაფიაში ,,სახისმეტყველების“ საკითხების , ბიბლიური ეპითეტ-მეტაფორების გამოცნობას, მრავალმხრივ სისტემატურ ცოდნას, ნაწარმოებების სიღრმისეულ გააზრებას მივაღწიეთ, არაერთ საინტერესო მეთოდებს შორის, აქტუალური კვლევა-ძიების მეთოდითა და მის განსახორციელებლად შერჩეული ეფექტური აქტივობებით.
აღნიშნული მეთოდებისა და აქტივობების შესაბამისობამ უზრუნველყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული მასალის დაძლევა, დასმული პრობლემის გადაჭრის ეფექტური შესაძლებლობები, მოსწავლეებში კვლევა-ძიების, წყვილებსა თუ ჯგუფებში მუშაობის, დისკუსიისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ხელი შეუწყო საკუთარი მრწამსის, ინდივიდის, ,,მეს“ განსაზღვრას, რაც თავისთავად უწყეტ კავშირშია პიროვნების განვითარების დინამიკასთან. ექსპერიმენტი, რომელიც ტარდებოდა კონკრეტულ სასწავლო ეტაპზე, იძლეოდა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და მისი შედეგების სიღრმისეულად გაანალიზებისა და დასკვნის შესაძლებლობას.
1. გამოყენებული ლიტერატურა:
ბოჭორიშვილი მ.
ნამიჭეიშვილი ნ.
ნაბულიშვილი ნ.
2013 წ, ,,ინტერაქტიული მეთოდების კრებული და ტესტები; გამომცემლობა ,,მწიგნობარი.“
2. გიგინეიშვილი მ.
გრიგოლაშვილი ლ.
როდონაია ვ.
1999 წ. ,,ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“, გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
3. დათაშვილი ლ.
2004 წ. ,,საღვთისმეტყველო საკითხები ქართულ ჰაგიოგრაფიაში.“
4. ,,ახალი აღთქმა და ფსალმუნები“
1993 წ. სტოკჰოლმი
ჯულიეტა ქვარაია
ხობის #1 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
0 коммент.:
Отправить комментарий